ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.710.00%
EUR2.95–0.04%

საქართველოს ძიუდოს ნაკრები ყაზახეთში გრანდ სლემის ტურნირში მონაწილეობს

17 ივნისი, 2023

ქართველი ძიუდოისტები მონაწილეობენ გრანდ სლემის ტურნირში, რომელიც 16 ივნისს ასტანაში დაიწყო. ძიუდოს ფედერაციამ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებს 12 სპორტსმენი წარმოადგენსსულ ტურნირში მონაწილეობს 400 სპორტსმენი მსოფლიოს 45 ქვეყნიდან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მოხვდნენ:

გიორგი თუთაშვილი, ლაშა ნადირაძე – 66 კგ,

კოტე კაპანაძე, გიორგი ტერაშვილი – 73 კგ,

დიმიტრი გოჩილაიძე, ზაურ დვალაშვილი – 81 კგ.

ვლადიმერ ახალკაცი, ბაქარ ერაშვილი – 90 კგ,

ბექა ღვინიაშვილი, გიორგი ბერიაშვილი – 100 კგ.

გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი – +100 კგ.

ეს ტურნირი ქართველ ძიუდოისტებს მოუტანს ქულებს პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.