ცოტა ხნის წინ თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდმა ავლაბრის მოედანზე დავით ნათიძის ქანდაკება „წინააღმდეგობა“ დააყენა. ეს ნამუშევარი საუკეთესოდ დასახელდა კონკურსში „მუდმივი პროექტების ხელშეწყობა საჯარო სივრცეში, თბილისი, ავლაბრის მოედანი“. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც ქანდაკება დაათვალიერა, აღნიშნა, რომ ის შეესაბამება გარემოს.
ქართველ მოქანდაკეებს მერმა ასევე მხარდაჭერა და დახმარება დაჰპირდა. მან განაცხადა, რომ ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით ქალაქის ხელისუფლება დააფინანსებს მსგავსი ნამუშევრების შექმნასა და განთავსებას სხვადასხვა პროექტებისთვის. ამისთვის დედაქალაქში სპეციალური ზონები გამოიყოფა.
კომენტარის დატოვება