ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.810.00%
EUR2.930.00%

2023 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა 6%-ს შეადგენს

8 აგვისტო, 2023

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის წლიური ზრდის პროგნოზი წელს მეორედ გაზარდა. 11 მაისს მან 2023 წელს მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 2022 წელთან შედარებით 4%-დან 5%-მდე გაზარდა, გასულ კვირას კი – 5%-დან 6%-მდე. ამასთანავე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება, გადააჭარბოს ამ მაჩვენებელს.

მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარ მიზეზად ბანკში ინვესტიციებსა და საგარეო ვაჭრობას (ექსპორტს) თვლიან.

2023 წლის ივნისში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,7% შეადგინა. ხოლო მშპ-ს საშუალო რეალურმა ზრდამ წლის პირველ ნახევარში 7.6% შეადგინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.