ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ვის არ უნდა პირდაპირი რეისები მოსკოვში?

26 მაისი, 2023

19 მაისს რუსულმა ავიაკომპანია “აზიმუტი”-მ შეასრულა პირველი პირდაპირი რეისი მოსკოვი – თბილისი.  ქართულმა ავიაკომპანიამ Georgian Airways-მა რფ-ში ფრენები 20 მაისიდან განაახლა.

რუსეთის გადაწყვეტილებას პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესახებ დასავლეთის ქვეყნებში მზარდი შეშფოთების საგნად უწოდეს. თავის მხრივ აშშ-მ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მიმართ სასანქციო ზომებს მიიღებენ.

აშშ უკვე რამდენიმე წელია, რაც უშედეგოდ პირდება საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას. ამასთანავე, ისინი არ არიან მზად, გააუქმონ ვიზები ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის.  2021 წელს ამერიკამ დაამტკიცა საქართველოს მოქალაქეების მიერ მოთხოვნილი ვიზების მხოლოდ 37% მაშინ, როდესაც რუსეთმა 88%-ში დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. 2022 წელს ქართველებისთვის ამერიკულ ვიზაზე უარის თქმის მაჩვენებელმა 42% შეადგინა. სომხებისთვის ანალოგიურმა მაჩვენებელმა წინა წელს 37,9% შეადგინა, აზერბაიჯანელებისთვის – 23,5%, რუსებისთვის – 26,2%.

რუსეთთან ურთიერთობის წინააღმდეგ პროტესტის მთავარი სახე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა. ის რფ-ს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნით გამოვიდა.

„ზურაბიშვილის ინიციატივა ვაჭრობის კუთხით ეკონომიკური მაჩვენებლების შემცირებამდე მიიყვანს. ჩვენ გვექნება მარცხი სავალუტო შემოსავლების კუთხით. არ არის სიახლე, რომ ლარის გამყარების ერთ-ერთი ფაქტორი ქვეყანაში გადაჭარბებული სავალუტო ნაკადებია“, – განაცხადა საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.