საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა “საქსტატმა” შეაჯამა დედაქალაქის უძრავი ქონების სექტორის შედეგები, სადაც წლის დასაწყისიდან ფასების მკვეთრი ზრდა შეინიშნება. ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ახალაშენებულ კორპუსებში ფიქსირდება საცხოვრებლის ღირებულების 12,9%-ით ზრდა 2023 წლის იმავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით.
თბილისში შავი კარკასის კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულებამ 2 849 ლარი შეადგინა, თეთრი კარკასის – 3 289 ლარი, ხოლო მწვანე კარკასის – 3 738 ლარი. ჯერჯერობით საქართველოს არცერთ ქალაქში უძრავი ქონების პირველადი ბაზრის პოზიტიური ტენდენციები არ არის პროგნოზირებული.
კომენტარის დატოვება