ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.840.00%
EUR3.00–0.14%

ეს უკვე სადღაც ნანახი გვაქვს

20 მაისი, 2024

საქართველოში დასავლელი პოლიტიკოსები ჩამოვიდნენ. თუ როგორ იმოქმედებს მაღალი თანამდებობის ევროპელი მოხელეების ვიზიტი ჩვენი ქვეყნის მომავალზე, განვიხილოთ სტატიაში.

აშშ და ევროპის კავშირი აძლიერებს ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა თავიდან აიცილოს კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ძალაში შესვლა, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, გაიგონ ვისგან და რა მიზნებისთვის შემოდის საქართველოში ფინანსები სხვა სახელმწიფოებიდან.

შეგახსენებთ, რომ ეს ინიციატივა არ ზღუდავს სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების მუშაობას, არამედ მხოლოდ ითხოვს მათგან შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას, თუ მათი დაფინანსების 20%-ზე მეტი შემოდის საქართველოს საზღვრების გარედან.

რადგან ეს ორგანიზაციები არ არის მზად, გამოაშკარავოს თავისი შემოსავლის წყარო, აშკარაა, რომ მათ ჩვენგან რაღაც დასამალი აქვთ. თუ მათ არ აქვთ საიდუმლოებები, ხოლო მათი პროექტები მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათისაა, მაშინ ეს კანონი მათ არანაირ პრობლემას არ შეუქმნის.

მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივია. წინა კვირას საქართველოში ჩამოვიდნენ გერმანიის, ჩეხეთის, ლიეტუვასა და ფინეთის ევროპარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, რათა აიძულონ ჩვენი ხელისუფლება, უარი თქვას კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებაზე.

კონკრეტული არგუმენტების არარსებობის მიუხედავად, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, რატომ შეიძლება, ამ ინიციატივამ იმუშაოს აშშ-სა და ევროპაში, ხოლო საქართველოში – არა.

ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლა 15 მაისს თბილისში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევისა და ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მიმართ უპატივცემულობის აღმაშფოთებელ ფაქტად უნდა ჩაითვალოს.

შეიძლება თუ არა მსგავსი რამის აშშ-ში ან ევროპის კავშირში წარმოდგენა?

დასავლელი პოლიტიკოსების მსგავსი ქცევა ჩვენ უკვე ვნახეთ 2013 წელს მაიდანზე, როდესაც ვიქტორია ნულანდი, რომელსაც ეკავა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობა, ჩამოვიდა ოპოზიციასთან და მომიტინგეებთან შესახვედრად. დასავლეთის ასეთი ყურადღების შედეგი იყო სრულფასოვანი რევოლუცია და ძალაუფლების ძალადობრივი ცვლილება უკრაინაში.

საქართველოს პარლამენტის წინ აქციაზე ევროპელი პოლიტიკოსების გამოჩენას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, თბილისის ცენტრში „ჩვენ დავინახეთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობა“. მთავრობის მეთაურის თქმით, უცხოელი მოხელეების მიტინგზე გამოსვლა არის საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა: „უცხოელი პოლიტიკოსები პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ ასპარეზზე, წარმოიდგინეთ ლუსტრაციის მასშტაბი. ბუნებრივია, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, როცა ცდილობენ გარედან ჩაერიონ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ“.

როგორც ჩანს, კოლექტიური დასავლეთის მუშაობის სქემა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში 10 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. მაგრამ ჩვენ მაინც შეგვიძლია, შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი, თუ ვისწავლით უკრაინის სავალალო მაგალითზე.

მაშინ, როდესაც ევროპელები აქტიურად გამოდიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ, ევროპასა და აშშ-ში აგრძელებენ ამ გავლენასთან აქტიურ ბრძოლას. აღსანიშნავია, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ამერიკულმა შტატმა ჯორჯიამ, რომელშიც ევროპელ მოხელეებს ხშირად ეშლებათ ჩვენი ქვეყანა, დაიწყო თავის დონეზე FARA-ს კანონის ანალოგის განხილვა. ამასთანავე, როგორც Morrison Foerster-ის კვლევაშია აღნიშნული, კანონი ადგენს უფრო მკაცრ შეზღუდვებს უცხოური კაპიტალისთვის, რომელიც გავლენას ახდენს შტატის პოლიტიკაზე. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჯორჯია არ არის ერთადერთი შტატი, რომელიც მსგავსი კანონის მიღების შესაძლებლობას განიხილავს.

მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ დასავლელი პარტნიორები გამოდიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინაარმდეგ, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას არ მიუღია მკაფიო პასუხი, თუ რატომ არის მიუღებელი, რომ საქართველომ გააკეთოს ის, რაც აშშ-სა და ევროპისთვის შეიძლება, და როგორ შეიძლება შიდა პოლიტიკურმა პროცესებმა, შეაფერხოს შემდგომი ევროინტეგრაცია. ამ კითხვებზე პასუხები საკმაოდ პროზაულია: დასავლეთის ქვეყნებს არ აწყობს ერთსულოვანი საქართველო, რომელიც იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.