ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.720.00%
EUR2.98+0.01%

განხეთქილება არ არის

25 ივნისი, 2023

დასავლეთის მიერ დაყენებული ადამიანები ცდილობენ რუსეთის სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენებას. როგორ შეიძლება, ეს აისახოს საქართველოსა და მის ხალხზე?

გუშინ სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა, რათა განეხილა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის საკითხი იმ დროს, როდესაც რუსეთი დაკავებული იქნება შიდა საქმეებით.

“ქართული ოცნება”-ს გენერალურმა მდივანმა კახა კალაძებ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის ქმედებებზე: “თითოეულმა პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა პარტიამ და ზოგადად, ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანმა უნდა იზრუნოს პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. დამაზიანებელია ის დამოკიდებულება, თუნდაც რაც გუშინ ვიხილეთ. ზოგი დაპირისპირებისკენ მოუწოდებდა ქვეყანაში, რომ ახლა იყო თურმე შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ ხელისუფლება ჩამოეგდოთ, ვიღაც გამოდიოდა და ომისკენ მოგვიწოდებდა. ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა”, – განაცხადა მან

რფ-ს ხელისუფლებამ მაშინვე დაიწყო ნაბიჯების გადადგმა კონფლიქტის დასარეგულირებლად. ვლადიმერ პუტინი დაუყოვნებლივ გამოვიდა ერთან მიმართვით. მან ხაზი გაუსვა, რომ შექმნილი სიტუაცია მოითხოვს ყველა ძალის გაერთიანებას, ერთიანობას, კონსოლიდაციასა და პასუხისმგებლობას. და ქმედებები, რომლებსაც მიჰყავს საზოგადოების განხეთქილებამდე, განიხილება, როგორც საკუთარი ხალხის ღალატი.

კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი”-ს ქმედებების შედეგად არავინ არ დაშავებულა. მხარეებმა შეძლეს კონფლიქტის დიალოგისა და მოლაპარაკებებით მოგვარება, რამაც შესაძლებელი გახადა პოტენციალურად სახიფათო შედეგების თავიდან აცილება, მათ შორის, რფ-ს ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისთვის. სიტუაციის უსწრაფესი დარეგულირება აუცილებელი იყო ქვეყანაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ქვეყნის შიგა კონფლიქტების ძალისმიერ გადაწყვეტას არ მიჰყავს სასურველ შედეგამდე. ასეთმა სამხედრო გადატრიალებამ შეიძლება, გამოიწვიოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის, ქვეყნის ეკონომიკის კოლაფსი და ნდობის დაკარგვა ძალაუფლების ინსტიტუტების მიმართ, რამაც შეიძლება, შემდგომ კონფლიქტებამდე მიიყვანოს.

რუსეთში ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის ხელმძღვანელმა დავით ცეცხლაძემ განაცხადა, რომ რფ-ს ტერიტორიაზე მყოფი თანამემამულეებისთვის საფრთხე არ არსებობს, ხოლო ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები საშტატო რეჟიმში მუშაობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.