საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა განაცხადეს ქვეყანაში 14,5 ათასი ლარის ოდენობის ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების კონტრაბანდის შემოტანის მორიგი მცდელობის აღკვეთის შესახებ. სამართალდამრღვევები აღმოაჩინეს და დააკავეს ”სადახლოსა” და “სარფის” საბაჟო პუნქტებზე.
უცხოელები ცდილობნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე 131,56 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებისა და 194,78 გრამი არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანას. დამრღვევებზე დაკისრებულმა ჯარიმამ 14 429,74 ლარი შეადგინა.
კომენტარის დატოვება