წინა კვირას ქვემო ქართლში გაიხსნა ქვეყანაში პირველი მცურავი მზის ელექტროსადგური. სოფელ ლემშვენიერაში მდებარე ეკოლოგიურად სუფთა ობიექტის სიმძლავრე 216 კილოვატს შეადგენს. გეგმის მიხედვით, ყოველწლიურად სადგური 300 ათას კილოვატ-საათს უნდა გამოიმუშავებდეს.
აღნიშნულია, რომ “აგრო იმპექსის” ქსელის ელექტროენერგიის დანაზოგი იქნება 38%, ხოლო სათბურის აირების ემისიების შემცირება – CO2-ის ექვივალენტის 31 200 კგ.
კომენტარის დატოვება