საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გამოაცხადა, რომ კახეთის რეგიონის ქალაქ თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეპტუალური დიზაინისა და პროექტირების კონკურსში გაიმარჯვა შპს “ხმალაძე არქიტექტორებმა”. თელავის ძველი აეროდრომის ადგილზე ახალი თანამედროვე აეროპორტი აშენდება, რომელიც მგზავრების მიღებას უკვე წელს დაიწყებს.
კონკურსში მონაწილე 13 კომპანიიდან საუკეთესოდ შეირჩა არქიტექტორ გიორგი ხმალაძის კონცეპტუალური დიზაინერული პროექტი. აეროპორტის შენობის ფართობი 4,5 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი იქნება. თელავის აეროპორტის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიცია, დაახლოებით, 25 მილიონ ლარს შეადგენს.
კომენტარის დატოვება