საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ქვეყნის რეგიონებში დედაქალაქის პროფესიული თეატრების გასტროლების დასაფინანსებლად კონკურსის 17 გამარჯვებული პროექტი აირჩია. ქვეყნის 66 სცენაზე ისინი 71 სპექტაკლს აჩვენებენ, რომელთა შორისაა “ვანო და ნიკო”, “უჩინმაჩინის ქუდი”, “ჰედა გაბლერი”, “ირმის ნუკრი”, “ქართული თეატრის ისტორია” და სხვ. კონკურსისთვის 250 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.გამარჯვებულთა რიცხვში შევიდნენ შ. რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი, ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი, ივ....
გასულ კვირას თბილისის “დინამოს” ფეხბურთელები მე-9-ედ გახდნენ სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2023-ის მფლობელები. ბათუმის “დინამოსთან” გამარჯვების მოპოვება მხოლოდ პენალტების სერიაში ანგარიშით 4:3 მოხერხდა. ძირითად დროში თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.მესამე ადგილისთვის ქუთაისის “ტორპედოსა” და გორის “დილას” მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა, ფინალური შედეგი ასევე გადაწყდა 11-მეტრიანი დარტყმების სერიაში. შედეგად, “ტორპედომ” მოიგო ანგარიშით 5:4 და ტურნირის ბრინჯაო მოიპოვა.
თბილისში გრძელდება “სასწრაფო დახმარების” თანამშრომლების პროტესტები. ექიმები, მძღოლები და პროფკავშირები ითხოვენ შრომითი უფლებების დაცვას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და გათავისუფლებული მუშაკების დაბრუნებას. პროტესტების ჩატარების დროს თავად სამსახური ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სამედიცინო დახმარების გაწევას.საპროტესტო ღონისძიებების მონაწილეები ითხოვენ ყურადღებას ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ აღნიშნული პრობლემების მიმართ. ამ დრომდე რიგმა ჩატარებულმა აქციამ არ გამოიღო ორგანიზატორებისთვის სასურველი შედეგი.
კარლოვი-ვარში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა ქართული ფილმის “მოქალაქე წმინდანის” მსოფლიო პრემიერა. ფილმის რეჟისორი და სცენარისტია თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაშთან ერთად ის ასევე პროდიუსერიც იყო. მთავარ როლებში იყვნენ ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია და გია ბურჯანაძე. ფესტივალზე ასევე გაიმართა ლუკა ბერაძის დოკუმენტური ფილმის „ღიმილიანი საქართველოს“ პრემიერა.კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი მნიშვნელოვანი კინომოვლენაა ცენტრალურ ევროპაში. ყოველ წელს მასზე წარმოადგენენ 200-ზე მეტ ახალ ფილმს მთელი მსოფლიოდან, მათგან საუკეთესოებს გადასცემენ მთავარ პრიზს...
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში დასრულებული ევროპული თამაშების საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 48 ქვეყანას შორის მე-19 ადგილი დაიკავა. ჩვენმა სპორტსმენებმა იასპარეზეს 49 ქვეყნის 7 ათას ათლეტს შორის და თამაშების დასრულება 9 მედლით შეძლეს, რომლიდანაც 4 ოქროა.თამაშების მსვლელობისას ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს სანდრო ბაზაძემ ფარიკაობაში, ზურაბ კინწურაშვილმა ტაეკვონდოში, ლუკა შონიამ კიკბოქსინგში და საქართველოს შერეულმა ძიუდოს ნაკრებმა.შეჯიბრების ვერცხლის მედლებით შინ ბრუნდებიან კანოეს სპრინტში მოასპარეზე ზაზა ნადირაძე და მოკრივე ლაშა გურული.ბრინჯაო მოიპოვეს ელენე ლოლაძემ ტაილანდურ კრივში, გოგიტა არქანიამ...
მტკვრის მარცხენა სანაპიროსთან ხიდის მისადგომზე სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის ცენტრში მდებარე საქვეითო მშვიდობის ხიდი 19 ივლისამდე დაიკეტება. რემონტის მსვლელობისას დაგეგმილია გზის სავალ ნაწილზე კიბეების აღდგენა, დამატებითი კონსტრუქციების დაყენება კიდული ნაწილის თანაბრად დაჭიმვისთვის და ასევე განათების სრულად შეცვლა.ქალაქის ხელისუფლება აზუსტებს, რომ პროექტის ღირებულებამ 1,4 მილიონი ლარი შეადგინა.ფეხით მოსიარულებისთვის ხიდი 5 ივლისს დაიკეტა.
დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ტერიტორიაზე გაიმართება კალათბურთის ტურნირის Urban Sport Fest – 3X3-ს ფინალური ნაწილი. დედაქალაქის მერიაში დააზუსტეს, რომ სულ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით, 100-მა სპორტსმენმა 24 გუნდიდან. მატჩზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.ტურნირი დაიწყო 2 ივლისს თბილისის მერიისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით. მსგავსი ღონისძიებების ჩატარება სამომავლოდაც იგეგმება.გამარჯვებულებსა და მეორე ადგილის მფლობელებს პრიზები ელოდებათ.
სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა თითქმის 30 მილიარდი ლარით გაიზარდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2023 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8,2 ათას დოლარს შეადგენს მაშინ, როდესაც 2020 წელს მან 4,5 ათასი დოლარი შეადგინა.გარდა ამისა, ქვეყანაში სიღარიბის დონემ ამ წელს ისტორიულ მინიმუმს – 17,3%-ს – მიაღწია. 2012 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 27%-ს უდრიდა.2023 წლის პირველ კვარტალში დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობა 70 ათასით გაიზარდა და 1 271 000 ადამიანი შეადგინა.ადგილობრივი წარმოების სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“ მთავრობამ...
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თქმით, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს ვენახებისთვის სეტყვით მიყენებული ზიანი აუნაზღაურდებათ. ამჟამად კახეთში დაზიანების ფართობი 2,6761 ჰა-ს შეადგენს. ზაფხულის დასაწყისიდან სადაზღვევო კომპანიებში უკვე შევიდა 4 636 განაცხადი.დაზუსტებულია, რომ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა ფარავს უამინდობის რისკებს: სეტყვას, ქარიშხლებს, წყალდიდობებსა და სეზონურ ყინვებს. ზარალის დათვლის პროცესის დასრულება უმოკლეს ვადებში იგეგმება.