კარლოვი-ვარში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა ქართული ფილმის “მოქალაქე წმინდანის” მსოფლიო პრემიერა. ფილმის რეჟისორი და სცენარისტია თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაშთან ერთად ის ასევე პროდიუსერიც იყო. მთავარ როლებში იყვნენ ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია და გია ბურჯანაძე. ფესტივალზე ასევე გაიმართა ლუკა ბერაძის დოკუმენტური ფილმის „ღიმილიანი საქართველოს“ პრემიერა.
კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი მნიშვნელოვანი კინომოვლენაა ცენტრალურ ევროპაში. ყოველ წელს მასზე წარმოადგენენ 200-ზე მეტ ახალ ფილმს მთელი მსოფლიოდან, მათგან საუკეთესოებს გადასცემენ მთავარ პრიზს – “ბროლის გლობუსს”.
კომენტარის დატოვება