ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.840.00%
EUR3.00–0.14%

საქართველოს წარმატება III ევროპულ თამაშებზე

9 ივლისი, 2023

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში დასრულებული ევროპული თამაშების საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 48 ქვეყანას შორის მე-19 ადგილი დაიკავა. ჩვენმა სპორტსმენებმა იასპარეზეს 49 ქვეყნის 7 ათას ათლეტს შორის და თამაშების დასრულება 9 მედლით შეძლეს, რომლიდანაც 4 ოქროა.

თამაშების მსვლელობისას ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს სანდრო ბაზაძემ ფარიკაობაში, ზურაბ კინწურაშვილმა ტაეკვონდოში, ლუკა შონიამ კიკბოქსინგში და საქართველოს შერეულმა ძიუდოს ნაკრებმა.

შეჯიბრების ვერცხლის მედლებით შინ ბრუნდებიან კანოეს სპრინტში მოასპარეზე ზაზა ნადირაძე და მოკრივე ლაშა გურული.

ბრინჯაო მოიპოვეს ელენე ლოლაძემ ტაილანდურ კრივში, გოგიტა არქანიამ კარატეში და ზურაბ ივანიაძემ კიკბოქსინგში.

ვულოცავთ სპორტსმენებს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.