დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ტერიტორიაზე გაიმართება კალათბურთის ტურნირის Urban Sport Fest – 3X3-ს ფინალური ნაწილი. დედაქალაქის მერიაში დააზუსტეს, რომ სულ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით, 100-მა სპორტსმენმა 24 გუნდიდან. მატჩზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.
ტურნირი დაიწყო 2 ივლისს თბილისის მერიისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით. მსგავსი ღონისძიებების ჩატარება სამომავლოდაც იგეგმება.
გამარჯვებულებსა და მეორე ადგილის მფლობელებს პრიზები ელოდებათ.
კომენტარის დატოვება