იტალიური საფეხბურთო კლუბის “ნაპოლი”-ს პრესსამსახურში დაადასტურეს Coca-Cola-სთან თანამშრომლობა ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით ბოთლებში სასმელის გამოშვებაზე. ლიმიტირებული სერია გამოვა სპეციალურად საქართველოსთვის მომავალი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მხარდასაჭერად.
Coca-Cola-ს ექსკლუზიურ სერიაში წარმოდგენილი იქნება 500 მლ-ის მოცულობის ბოთლები ეტიკეტზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით.
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება საქართველოსა და რუმინეთში ამ წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით.
კომენტარის დატოვება