გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროებია ავტოტრანსპორტი და მსხვილი საწარმოები სამრეწველო ზონებში. ეს შედეგები მიღებულია საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სადგურების მუდმივი მონიტორინგის შედეგად. საქართველოს 20-ზე მეტი მსხვილი საწარმო აკონტროლებს დაბინძურების რაოდენობას და ამ ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში არსებობს, დაახლოებით, 50 საწარმო და სამინისტროში იმედოვნებენ, რომ წლის ბოლომდე მათი უმეტესობა მიაწვდის ინფორმაციას დაბინძურების რაოდენობის მონიტორინგის შესახებ.
ჯარიმები მავნე ნივთიერებების ჰაერში გამოყოფისთვის საქართველოში 5 ათასიდან 45 ათას ლარამდე მერყეობს. გარდა ამისა, კომპანიები, რომელთა საქმიანობამ შეიძლება, გამოიწვიოს ჰაერის დაბინძურება, ვალდებული არის განახორციელოს თვითმონიტორინგი. ამის შეუსრულებლობის შემთხვევაში ასევე არსებობს ჯარიმები
კომენტარის დატოვება