გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ცნობით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. წინა წელს განაცხადი 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა შეიტანა, საიდანაც უნივერსიტეტებში, დაახლოებით, 34,8 ათასმა ადამიანმა ჩააბარა. საგამოცდო ცენტრები იმუშავებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
ქართულ უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად სამი გამოცდაა ჩასაბარებელი: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი (ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება). ერთი გამოცდის ჩაბარების ღირებულება 10 ლარს შეადგენს.
კომენტარის დატოვება