საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ თბილისში ახალ აღსაზრდელებს ერთდროულად 3 ახალი საბავშვო ბაღი მიიღებს. ისინი სამგორის, ჩუღურეთისა და კრწანისის რაიონებში გაიხსნება. დედაქალაქის საჯარო საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დღეს დაიწყო.
ახალი სასწავლო წლისთვის თბილისის 188 საბავშვო ბაღში 15 ათასზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ზაფხულის პერიოდში დაწესებულებების უმეტესობაში ჩატარდა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები.
კომენტარის დატოვება