18 ოქტომბერს თბილისში, საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმში, გაიხსნება დიდი გამოფენა “ბანკსი. ლეგენდის დაბადება”. მესამე სართულზე მდებარე მუზეუმის 11 დარბაზში ოთხი თვის განმავლობაში მნახველებისთვის წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მასალებზე შესრულებული მხატვრის ნამუშევრების ასლები და ორიგინალები, ასევე დოკუმენტური ფილმები. გარდა ამისა, ერთ-ერთ დარბაზში ქართველი ქუჩის მხატვრების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმმა ლეგენდარული გრაფიტის მხატვრის ბენქსისთვის მიძღვნილი გამოფენა საკუთარ მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით მოაწყო. ექსპოზიციის დახმარებით წარმოდგენილი იქნება თანამედროვე სტრიტ-არტის ყველაზე იდუმალი მხატვრის შემოქმედებითი გზა: ქუჩის კედლებიდან მსოფლიოს წამყვან მუზეუმებამდე.
კომენტარის დატოვება