საცობების შემცირებისა და გზების განტვირთვის მიზნით დედაქალაქის მერია 2024 წლის 1 იანვრიდან თბილისის გზებზე მძიმე სატვირთო მანქანების გადაადგილების შეზღუდვას გეგმავს.
შეზღუდვები იმოქმედებს M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებზე 08:00–დან 11:00–მდე და 17:00–დან 20:00–მდე. ბიზნეს სექტორთან კონსულტაციების შემდეგ დადგინდება იმ ლოკაციების სია, სადაც ახალი წესი დაინერგება.
შეზღუდვები იმოქმედებს მხოლოდ სამუშაო დღეებში ყველა თვეს აგვისტოს გარდა, როდესაც დედაქალაქის ბევრი მცხოვრები ქალაქს ტოვებს.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში მძიმე მანქანების გაფუჭებისას ტრასაზე საცობები და ტრანსპორტის სერიოზული შეფერხება ხდება. პიკის საათებში დედაქალაქის გზებზე 600 ათასზე მეტი ავტომობილი ფიქსირდება და მათი რიცხვი იზრდება.
კომენტარის დატოვება