საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციამ განაცხადა სადღესასწაულო მასტერკლასების გამართვის შესახებ. რუსთაველის გამზირისა და ჯორაძის ქუჩის კვეთაზე არსებულ მთავარ ნაძვის ხესთან ბავშვებსა და მოზარდებს ქართული კალიგრაფიის წესების მიხედვით საახალწლო და საშობაო ბარათების შექმნას ასწავლიან. მასტერკლასის მონაწილეები ასევე მიიღებენ საჩუქრებს.
დღეს მასტერკლასი 17:00 საათზე გაიმართება.
მომდევნო განრიგი:
14 დეკემბერს 15:00 საათზე;
16 დეკემბერს 17:00 საათზე;
17 დეკემბერს 13:00 საათზე;
18 დეკემბერს 17:00 საათზე.
კომენტარის დატოვება