თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ახალაშენებულ ბინებში დასახლების მსურველი იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების განცხადებების მიღება 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება. საკმაოდ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე სააგენტომ გადაწყვიტა, გაეგრძელებინა განაცხადის ვადა კიდევ ერთი თვით.
2025 წლის ბოლომდე დევნილი ოჯახები მიიღებს თანამედროვე სტანდარტების ბინებს. თბილისში ბინაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ მხოლოდ 2013 წლის 1 ივნისამდე დედაქალაქში რეგისტრირებულ ლტოლვილებს. ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ბინის მისაღებად განაცხადის შეტანა შეუძლიათ საქართველოს სხვა რეგიონებში რეგისტრირებულ ოჯახებს.
კომენტარის დატოვება