დედაქალაქის მერიამ გამოაცხადა თბილისში მცხოვრები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მენჯ-ბარძაყისა და მუხლის ენდოპროთეზირების პროგრამის დაწყების შესახებ. წელს პროექტის ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს და თითოეული ბენეფიციარისთვის 6 ათასი ლარის გადახდას ითვალისწინებს.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დედაქალაქში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ ქალაქის ჯანდაცვისა და სოციალურ მომსახურების სამსახურს პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლით, ასევე ფორმა 100-ის ჯანმრთელობის ცნობით.
კომენტარის დატოვება