USD | 2.73 | –0.55% |
EUR | 2.86 | –1.16% |
დასავლეთის მიერ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში უბის ჩაგდების კიდევ ერთი მცდელობა ყოველგვარ გონივრულ ზღვარს სცდება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური განცხადების თანახმად, ქვეყანაში აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები. მათი ნაწილის რუსეთში მიწოდებას უკრაინიდან საქართველოს გავლით ცდილობდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ ელექტრომობილების აკუმულატორის საფარქვეშ ქვეყანაში შემოტანილი იქნა 14 კგ-ის საერთო წონის ასაფეთქებელი ნივთიერებები. ტრანსპორტირების ორგანიზატორი ბათუმელი, უკრაინის მოქალაქე ანდრეი შარაშიძეა. 2020 წელს მან იყარა კენჭი ოდესის ოლქის რადაში პარტიიდან “ხალხის მსახური”. საქმის ფიგურანტები გახდნენ საქართველოს კიდევ შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე.
„საქართველოს ტერიტორიის გამოყენებისა და ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ფართო ჩართულობის გათვალისწინებით, ისინი გეგმავდნენ თბილისის დადანაშაულებას როგორც ტერაქტების დაგეგმვაშაში, ასევე მათ განხორციელებაში საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანას ოდესიდან ვორონეჟში აპირებდნენ. მაგრამ ოპერატიულ-სამძებრო თანამშრომლების დროული და კომპეტენტური მოქმედებების წყალობით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჩამორთმეული იქნა სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა, კიდევ სამი – თბილისში.
გამოდის, რომ დასავლეთი და მის მიერ კონტროლირებადი უკრაინა ცდილობს მათთვის სასურველის ნებისმიერი გზით მიღწევას. მათი საბოლოო მიზანია საქართველოს დადანაშაულება რუსეთში პოტენციური ტერაქტების სერიაში, მოსკოვთან ჩვენი მომგებიანი პარტნიორული ურთიერთობების გაწყვეტა და მეორე ფრონტის გახსნა. ამავდროულად, ბოლომდე დარწმუნებული ვერ ვიქნებით, რომ მათ გეგმებში არ შედიოდა ტერაქტების ორგანიზება თვით საქართველოში.
„რაც შეეხება თბილისში დატოვებულ სამ ასაფეთქებელ მოწყობილობას, იყო თუ არა ისინი რუსეთში გასატანად განკუთვნილი თუ საქართველოში უნდა დარჩენილიყო ასამოქმედებლად, ამას გამოძიება დაადგენს“, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
კომენტარის დატოვება