კონკურსის „ქართული კარიკატურის მხარდაჭერის“ გამარჯვებული ორგანიზაცია ART&SOCIETY გახდა, იუწყება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. პროექტის თანახმად, კომპანია ვალდებულია, შეიმუშაოს კარიკატურის მუზეუმის ან მუდმივი ექსპოზიციის კონცეფციები, ასევე შექმნას ექსპოზიციის ციფრული მოდელი და მისი პრეზენტაცია.
კონკურსისთვის 35 ათასი ლარის ოდენობის ბიუჯეტი იყო გამოყოფილი. სამინისტროს ორმა პრეტენდენტმა მიმართა, რომლებიდანაც კომისიამ ერთი პროექტი აირჩია. კონკურსი კარიკატურის ჟანრის აღორძინებისთვისა და განვითარებისთვის პირველად 2021 წელს გამოცხადდა და მის ჩასატარებლად 10 ათასი ლარი გამოიყო. 2022 წელს კონკურსისთვის 50 ათასი ლარი გამოიყო.
კომენტარის დატოვება