საქართველოს მთავრობამ განააცხადა ზამთრის პერიოდში ქვეყნის ღარიბი მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის ხარჯების სუბსიდირების გაგრძელების შესახებ. სუბსიდირების პროგრამა მოიცავს, დაახლოებით, 250 ათას ოჯახს, რომელთა წევრების შეძლება 150 ათას ქულაზე ნაკლებად არის შეფასებული. მთავრობის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ხარჯები ბიუჯეტიდან 0,125 ლარის ტარიფით დაიფარება, დანარჩენ თანხას კი აბონენტები გადაიხდიან.
ამ წლის დასაწყისიდან ელექტროენერგიის ტარიფი 101 კილოვატამდე მოხმარებისთვის 0,15 ლარია, 301 კილოვატამდე – 0,19 ლარი, 301 კილოვატზე მეტისთვის – 0,235 ლარი. რეგიონებისთვის 101 კილოვატამდე ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფი 0,14731 ლარია, 301 კილოვატამდე – 0,15707 ლარი, 301 კილოვატზე მეტისთვის – 0,23227 ლარი.
კომენტარის დატოვება