თბილისში შედგა ქართველი კინორეჟისორის გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმის “სიცივე და პატარა მოსწავლე“–ს პრემიერა. მოკლემეტრაჟიან ფილმში მოთხრობილია სკოლაზე საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, რომლის დახურვაც სურთ. ამ ისტორიის პროტოტიპი გახდა XIX საუკუნის ქართველი პოეტის ნიკო ლომოურის ამავე სახელწოდების ლექსი.
რეჟისორის თქმით, ეს ფილმი მიზნად ისახავს, შეახსენოს ახალგაზრდებს განათლების, სკოლის, ცხოვრებაში ბრძოლის მნიშვნელობის და ასევე თითოეული ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობების შესახებ.
სპეციალურად ფილმისთვის ქართველმა მხატვარმა ნინო ჩაკვეტაძემ შექმნა ამავე სახელწოდების ნახატების სერია.
კომენტარის დატოვება