ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.810.00%
EUR2.93+0.05%

გურიაში ახალ ხიდს ააშენებენ

18 სექტემბერი, 2023

გეოლოგების რეკომენდაციის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორეთში, რომელიც  8  სექტემბრის ღამეს უხვი ნალექების გამო დაზიანდა, კომპეტენტური უწყებები დროებით გზას გაიყვანენ. ამ ადგილზე მალე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება. ამ წუთებში ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, მაშველები და მძიმე ტექნიკა მუშაობს.

პირველივე დღიდან სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 200 მაშველი იყო ჩართული. 140 ადამიანი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, ხოლო 105 ოჯახი ჩამოასახლეს. სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ ორივე მუნიციპალიტეტს აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება, თუმცა სასმელი წყლის მიწოდება რამდენიმე სოფელში კვლავ პრობლემად რჩება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.