USD | 2.81 | –0.04% |
EUR | 2.92 | –0.38% |
წელს სრულიად 46 წელი საქართველოს 80-ე კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრებიდან. ამ ხნის განმავლობაში მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მართლმადიდებლობის აღორძინებისა და ქვეყანაში ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებაში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი ეპისკოპოსი ილია II (ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია, ხოლო 1977 წელს ის აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
დღეს ის კვლავ ლიდერობს საქართველოს საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეთა რეიტინგში. ამერიკული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვერსიით, მას ქვეყნის მცხოვრებთა 88%-ზე მეტი ენდობა.
ასეთი მაღალი მაჩვენებელი ობიექტურია: 1980-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II დროს ქვეყანაში მოხდა მართლმადიდებლობის მასშტაბური აღორძინება. ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე საქართველოში ეპარქიების რაოდენობა 42-მდე გაიზარდა. 1977 წელს ქვეყანაში იყო მხოლოდ 48 მოქმედი ტაძარი, ახლა კი მათი რიცხვი, დაახლოებით, ათასამდეა. ილია II დროს გაიხსნა ახალი რელიგიური საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის, თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემიები. საქართველოს დედაქალაქში აშენდა ქვეყნის უდიდესი ტაძარი – სამების საპატრიარქო ტაძარი. ის იქცა ქართველი ხალხის ღვთის წინაშე მონანიების სიმბოლოდ.
პატრიარქი პირადად მონაწილეობს მრეველთა ცხოვრებაში – მაგალითად, ის ნათლავს ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და შემდგომ შვილებს. ჩვილების პირველი მასობრივი ნათლობა საქართველოში 2008 წლის 19 იანვარს შედგა. ოქტომბრის ბოლოს მდგომარეობით, პატრიარქს თითქმის 47 ათასი ნათლული ჰყავს.
კათალიკოსი მხარს უჭერს ერის ერთიანობას, ქართული იდენტობისა და ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებას და ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოწესრიგებას ორივე ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ილია II და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს თბილი მეგობრობა აკავშირებთ.
ქართულ და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის სულიერი ძმობის შენარჩუნება, რაც ქართველებს საშუალებას აძლევს, ილოცონ და მიიღონ ზიარება რუსულ ეკლესიებში და პირიქით, დიდწილად მათი ეპისკოპოსების დამსახურებაა.
კომენტარის დატოვება