საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ იუწყება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემის ტურნირზე ქართველი ძიუდოისტების მიერ მოპოვებული მედლების შესახებ. ვაჟა მარგველაშვილმა ოქრო მოიპოვა, ხოლო გიორგი ჯაბნიაშვილმა ბრინჯაოს მედალი აიღო. ვულოცავთ!
მცირე ფინალში ჯაბნიაშვილმა მხოლოდ ერთ წუთში მოახერხა იპონის მოპოვება და ესტონელი მეტოქე კლენ-კრისტოფერ კალიულაიდი დაამარცხა.
სულ აბუ-დაბიში 77 ქვეყნის 454 ძიუდოისტია განცხადებული.
კომენტარის დატოვება