რუსეთის ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ თბილისი-მოსკოვის ვიდეო-ხიდის დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის ერთადერთი დიასპორა რუსეთში, რომელსაც გააჩნია თავისი დღე.
დღესასწაულის ფარგლებში შედგა 20 ღონისძიებამდე-გამოფენები, კონცერტები და კონფერენციები. მათ რიცხვშია ნოშრევან თავხელიძის შემოქმედებითი საღამოები, ჯგუფი „გრუზინსკი კვარტირნიკ“ და ელენე ნინიძე. პროგრამა დასრულდა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნით.
„კულტურული ღონისძიებებით ჩვენ ვცდილობთ შევიტანოთ პოზიტიური წვლილი რუსულ-ქართული ურთიერთობების დღის წესრიგში და ვაჩვენოთ ჩვენს შვილებს თუ რამდენად ვიცავთ ტრადიციებს, კულტურას, შეგვაქვს წვლილი ერთა მეგობრობაში“-აღნიშნა ფეკა-ს მეთაურმა.
ცეცხლაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ყოველთვის არის დიდი ინტერესი, ყველა კონცერტი მიმდინარეობს ანშლაგით. მან ხაზი გაუსვა, რომ ქარული კულტურა და ხალხი რუსეთში ყველას უყვარს, მიუხედავად პოლიტიკური სირთულეებისა.
კომენტარის დატოვება