დღეს მთელ საქართველოში ყოველწლიური ფესტივალი “ქართული ღვინის დღეები“ იწყება. კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში გაიმართება მასშტაბური გამოფენები, კონცერტები და სადეგუსტაციო ღონისძიებები. დღეს თბილისში ასევე გაიმართება გამოფენა–გაყიდვა, კალიგრაფიის გაკვეთილი, დიჯეი Nika J-სა და ბენდი “თამადას” კონცერტები.
ფესტივალი გაიმართება არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ თელავში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, მარნეულში, მცხეთაში, ყვარელში, ჩოხატაურში, ახმეტაში, თერჯოლაში, ახალციხეში, დედოფლისწყაროში, ოზურგეთში, სიღნაღში, მარტვილში, საგარეჯოში, ბოლნისში, ლაგოდეხში, ზესტაფონში, გურჯაანში, ბაღდათსა და ზუგდიდში.
ღონისძიებები 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
კომენტარის დატოვება