14-მა ქართველმა ღვინის მწარმოებელმა კოპენჰაგენის ნატურალური ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine“–ში მიიღო მონაწილეობა. გამოფენის ორგანიზატორმა, ფრანგმა ღვინის მაგისტრმა იზაბელ ლეჟერონმა, დიდად შეაფასა ღვინოები საქართველოდან. სულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო, დაახლოებით, 180 ღვინის კომპანია აშშ–დან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ჩილედან და სხვა ქვეყნებიდან.
გამოფენა „RAW Wine“ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში 2012 წლიდან ტარდბა. ის აერთიანებს ნატურალური, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების პროფესიონალ მწარმოებლებს. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად მონაწილეობს სკანდინავიის ბაზარზე გამართულ ღონისძიებებში, რადგან მიიჩნევს მას მეღვინეობის სფეროში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებად.
კომენტარის დატოვება