საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა იუწყება ქართულ–თურქულ საზღვარზე 451,89 გრამის საერთო წონის არადეკლარირებული ოქროს სამკაულების დაკავების შესახებ. აღმოჩენილი უკანონო ოქროს სამკაულების ჯამურმა ღირებულებამ 43 460 ლარი შეადგინა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების კანონდარღვევის საქმის მასალები გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, ხოლო კანონდამრღვევმა თანამემამულემ 7,5 ათასი ლარის ჯარიმა გადაიხადა.
კომენტარის დატოვება