ახლა ქიმწმენდების მუშაობა დარეგულირდება და შემოწმდება “ქიმწმენდის ობიექტის მოწყობის, მისი ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის დროს სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების შესახებ” საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული რეგლამენტის შესაბამისად. 1 სექტემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება ქიმწმენდების შემოწმება ახალ ნორმებთან შესაბამისობაზე.
ახალი რეგლამენტი ავალდებულებს ყველა ქიმწმენდას, გაიაროს რეგისტრაცია და დაიცვას “გარემოს დაცვის შესახებ” კანონის ნორმები. ის ასევე კრძალავს ქიმწმენდის შემგროვებელი პუნქტების შექმნას სასურსათო მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში. დამუშავების მოცულობიდან გამომდინარე ქიმწმენდები უნდა განთავსდეს საცხოვრებელი კორპუსებიდან, სამედიცინო დაწესებულებებიდან, სკოლებიდან და საბავშვო ბაღებიდან 50-100 მეტრის მოშორებით.
კომენტარის დატოვება