აჭარაში, შავი ზღვისპირა ქალაქ ქობულეთის სკვერში, დააყენეს ადგილობრივი მცხოვრების ავთანდილ ცხვედიანის ძეგლი, რომელიც ზღვაში მძვინვარე ქარიშხლის დროს ძაღლების გადარჩენისას დაიღუპა. ძეგლი ქალაქის ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ დადგა, მემორიალის საერთო ღირებულებამ ექვსი ათასი ლარი შეადგინა.
უბედური შემთხვევა 2019 წლის 5 აგვისტოს მოხდა. 51 წლის ავთანდილ ცხვედიანი შევიდა ზღვაში, რათა დახმარებოდა თავის ძაღლებს ჯესისა და ბასტის ნაპირზე გამოსვლაში, რასაც მაღალი ტალღები და ქარი აფერხებდა. კაცმა მოასწრო ერთ-ერთი ძაღლის ნაპირზე გამოყვანა, მაგრამ მეორესთვის რომ დაბრუნდა, წყლიდან ვეღარ ამოვიდა. მეორე ძაღლმა ნაპირზე გამოსვლა ამდამოუკიდებლად შეძლო და რამდენიმე საათის შემდეგ სახლში დაბრუნდა.
კომენტარის დატოვება