“საქსტატის: მონაცემებით, 2023 წელს საქართველომ 146,6 ათასი ტონა ხორბალი აწარმოა, რაც 6,5%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. 2022 წელს წარმოებული იქნა 156,8 ტონა ხორბალი, 2021-ში – 135,9, 2020-ში – 102,4, 2019-ში – 100,6. წინა წელს ქვეყანაში ხორბლის სათესმა ფართობმა 56,7 ათასი ჰექტარი შეადგინა, ხოლო საშუალო მოსავლიანობამ – 2,6 ტონა ერთ ჰექტარზე.
წლის განმავლობაში საქართველოში 700-800 ათასი ტონა ხორბალი მოიხმარება. ბოლო წლების განმავლობაში ხორბლისა და ფქვილის იმპორტის მოცულობა იზრდება. ქართული მეწისქვილეების მუშაობის მხარდასაჭერად 2023 წლიდან შემოღებული იქნა დროებითი გადასახადი ფქვილის იმპორტზე ჯერ 2023 წლის 1 ნოემბრამდე, შემდეგ კი – 2024 წლის 1 მარტამდე.
კომენტარის დატოვება