ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.810.00%
EUR2.930.00%

ხსოვნის მცველი

21 თებერვალი, 2024

რუსეთის ერთ-ერთ მთავარ მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, მიმდინარეობს ცნობილი მხატვარისა და რესტავრატორის, რომლის ნამუშევრებს დიდ პატივს სცემენ როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში, ადოლფ ნიკოლოზ ძე ოვჩინიკოვის მიერ შექმნილი რუსული და ქართული შუა საუკუნეების ფრესკებისა და ხატების ასლების გამოფენა.

20 თებერვალს გამოფენის კურატორმა, ი.ე. გრაბარის სახელობის ცენტრის მხატვარმა და რესტავრატორმა ალექსანდრე გორმატიუკმა, ჩაატარა ნამუშევრების ექსპოზიციის ექსკურსია საქართველოსა და რუსეთის საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლებისა და სასულიერო პირებისთვის.

ისინი გაეცნენ ცნობილი რესტავრატორის საკვანძო ნამუშევრებს – ესაა 11 ხატი და, დაახლოებით, 100 გრაფიკული ნამუშევარი, რომლებიც ასახავს საქართველოს გამოქვაბულების უძველესი სამონასტრო კომპლექსებისა და რუსეთის ჩრდილოეთის ტაძრების ფრესკებს.

საინტერესოა, რომ გამოფენაზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქრისტიანულ საქართველოს – ოვჩინიკოვმა დიდი დრო დაუთმო IX-XIII საუკუნეების ფრესკების შესწავლასა და კოპირებას როგორც ჩვენს ცნობილ დავით გარეჯის გამოქვაბულის სამონასტრო კომპლექსში, ასევე ათენსა და ბეთანიაში.

გამოფენა ნამდვილი დროის მანქანაა: ათენის სიონის XI საუკუნის ქართული ფრესკების ასლების გადახედვისას ჩვენ ვხვდებით XII საუკუნეში და ვუყურებთ რუსულ ხელოვნებას – სტარაია ლადოგას წმინდა გიორგის ეკლესიის მოხატულობას. ჩვენ გვაქვს ფრესკების ისე დანახვის შესაძლებლობა, როგორიც ადგილზე შეუძლებელი იქნებოდა. მაგალითად, გამოფენაზე შეგვიძლია, შევიდეთ ეკლესიის გუმბათში და ყურადღებით დავაკვირდეთ დოლის მოხატულობას, რომელიც რეალობაში 11–12 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

რფ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში მიხაილ შვიდკოიმ აღნიშნა, რომ ქართული კულტურა ჩვენი ცხოვრების ნაწილია. და ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის რუსული კულტურაც არ არის რაღაც ძალიან შორეული და უცხო.

„ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს დიდებულ ადამიანთან, კათოლიკოსთან და საქართველოს ეკლესიის პატრიარქთან ილია II-სთან. ის სრულიად უნიკალური ფენომენია საქართველოსთვის, რუსეთისთვის. ის არის შესანიშნავი კომპოზიტორი, ფერწერის ღრმა მცოდნე და ერის სულიერი მოძღვარი“, – აღნიშნა მიხაილ ეფრიმეს ძემ.

რუსეთის სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ზურაბ წერეთლის შვილიშვილი ვასილი, გაოცებული იყო იმით, თუ რამდენად გამოხატავს გამოფენა ნამუშევრის მასშტაბებს. „აქ ეს ყველაფერი გადმოცემულია ისეთი სიღრმით, ისეთი ნიჭით! რამდენად თანამედროვე და ამავდროულად მარადიულია ხატწერის თემა, რელიგიური ფერწერის თემა! რამდენად ღრმაა ტრეტიაკოვის გალერეის მიდგომა, რომ მან ეს ყველაფერი ჩვენთვის ამხელა მასშტაბით გადმოსცა!”.

მ.აბრამოვის სახელობის რუსული კულტურის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი საზოგადოების დამფუძნებელმა სვეტლანა აბრამოვამ აღნიშნა, რომ ეს გამოფენა საუბრობს არა მხოლოდ რუსულ და ქართულ მართლმადიდებლურ ხელოვნებაზე, არამედ ხალხთა მეგობრობაზე, ორი ხალხის საერთო ფესვებზე, რელიგიასა და ისტორიაზე. მისი აზრით, ჩვენ უნდა მივისწრაფოთ, რომ შევინარჩუნოთ ეს მემკვიდრეობა და გადავცეთ მომავალ თაობებს.

გამოფენას ასევე ესტუმრნენ გრუზინებში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი ფიოდორ კრეჩეტოვი და მამა ფილარეტი დონის სტავროპეგიის მონასტრიდან, სადაც ნეკროპოლისი ქართული მდებარეობს.

ამ გამოფენაზე სტუმრობის შემდეგ ფიოდორ კრეჩეტოვმა აღნიშნა ქართული და რუსული კულტურის ერთიანობა, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიხატა რუსი რესტავრატორის შემოქმედებაში, რომელმაც თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ჩვენი ქვეყნის მართლმადიდებლური ხელოვნების შენარჩუნებას მიუძღვნა. „ფერწერის ქართული ტრადიცია არის აღქმის უშუალობა, სიმკაცრე, რომელიც სირიიდან მომდინარეობს, დიდი ასკეტიზმი. მაგრამ მიუხედავად მთელი სიმკაცრისა, არის გონების განათება, მაგალითად, მომღიმარი ქრისტე“, – აღნიშნა წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარმა.

სიუჟეტების ნახვა გამოფენის შესახებ შეგიძლიათ ბმულებზე:
https://smotrim.ru/article/3815078?
https://vestikavkaza.ru/video/vystavka-russkaa-i-gruzinskaa-srednevekovaa-zivopis-v-nasledii-an-ovcinnikova-prohodit-v-tretakovke.html

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.