საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განაცხადეს, რომ დავით აღმაშენებელის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი წინა თვეში 2023 წლის თებერვლის სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით 56%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის უმოკლეს თვეში საჰაერო ნავსადგური 118,5 ათას მგზავრს მოემსახურა.
თებერვალში ქუთაისის აეროპორტში შესრულებულმა რეისების საერთო რაოდენობამ 350 შეადგინა, რაც 37%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამჟამად აეროპორტში ფუნქციონირებს 5 ავიაკომპანია, რომლებიც დაფრინავს 39 მიმართულებით 20 ქვეყანაში.
კომენტარის დატოვება