შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში 999 კიბერდანაშაული იქნა ჩადენილი, რაც 7%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. მათი უმეტესობა დაკავშირებულია ფინანსურ თაღლითობასთან ან ფიშინგთან. კიბერდანაშაულების გახსნის მაჩვენებელმა 51% შეადგინა მაშინ, როდესაც 2022 წელს ეს მაჩვენებელი იყო 38%, 2021 წელს კი – 20%.
ყველაზე გავრცელებული კიბერდანაშაული გახდა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ მონაცემებში და/ან კომპიუტერულ სისტემაში ჩარევა – 892 შემთხვევა, გახსნის მაჩვენებელი 53%. დაფიქსირდა კომპიუტერულ სისტემაში არასანქცირებული წვდომის 95 (30% გახსნილია) და კომპიუტერულ მონაცემებში და/ან კომპიუტერულ სისტემაში ჩარევის 11 შემთხვევა, რომლებზეც მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარის დატოვება