წინა კვირას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა ახალგაზრდული საქმიანობის გაძლიერების მიზნით წელს ჩატარებული პროექტების შესახებ. საქართველოს რეგიონებში გაიხსნა ახალგაზრდული სივრცეები, იმართება კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და რეკრეაციული ღონისძიებები, ტარდება საგრანტო კონკურსები.
აღნიშნულია, რომ 2023 წელს ასევე შემუშავდა და დამტკიცდა ახალგაზრდებთან მომუშავის პროფესიის სტანდარტი, ხოლო ანაკლიისა და შაორის რეკონსტრუირებულ საზაფხულო ბანაკებს 18 ნაკადისგან შემდგარი 3 ათასამდე ადამიანი ეწვია.
კომენტარის დატოვება