“ნაპოლის” ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია შევიდა საუკეთესო 30 ფეხბურთელს შორის, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ჯილდოს – “ოქროს ბურთის” – პრეტენდენტები არიან. ნომინანტთა სიაში ასევე მოხვდნენ ლიონელ მესი (“პსჟ“/“ინტერ მაიამი“), ერლინგ ჰოლანი (“მანჩესტერ სიტი“), ლუკა მოდრიჩი (“რეალ მადრიდი”), კარიმ ბენზემა (“ალ–იტიჰადი“) და სხვები.
“ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია 30 ოქტომბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა გუნდი “ნაპოლის” შემადგენლობაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სერია A-ს 34 მატჩში კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კომენტარის დატოვება