20 წლის ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი ცნობილი მოდის სახლის Gucci-ს ჩვენების მონაწილე გახდა. მატილდამ წარადგინა კოსტიუმი Gucci-ს პოპულარულ ფერებში. პოდიუმის Cruise 2024-ის ჩვენება სეულში, ისტორიული გიონგბოკგუნგის სასახლის ფონზე, გაიმართა. Cruise 2024-ის კოლექციაში ტომ ფორდის 90-იანი და 2000-იანი წლების დასაწყისის ეპოქით შთაგონებული ლუქები შევიდა.
თავისი სამოდელო კარიერა მატილდა გვარლიანმა 14 წლის ასაკში ფლორენციაში სადებიუტო ჩვენებით დაიწყო. მას შემდეგ მან მოასწრო მონაწილეობის მიღება იტალიელი დიზაინერის რობერტო კავალის სარეკლამო კამპანიაში, მუშაობდა მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ ბრენდებთან და მონაწილეობდა მოდის ჩვენებებში მოდის კვირეულების ფარგლებში. ახლა მატილდა სამოდელო სააგენტო Next Model-თან თანამშრომლობს.
კომენტარის დატოვება