მარტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ით გაიზარდა და 127,6 ათასი მგზავრი შეადგინა. ასევე 23%-ით, 374-მდე, გაიზარდა რეისების რაოდენობა. სულ 2024 წლის პირველ სამი თვის განმავლობაში მგზავრთა ნაკადი 2023 წელის მაჩვენებლებთან შედარებით 57%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 42%-ით გაიზარდა.
დღეისთვის ქუთაისის აეროპორტში რეისებს ასრულებს ხუთი ავიაკომპანია 39 მიმართულებით 20 ქვეყანაში.
შეგახსენებთ, რომ წინა წელს აეროპორტმა მოხსნა რეკორდები მგზავრთა ნაკადის მოცულობითა და ავიარეისების რაოდენობით. 2022 წელთან შედარებით მომსახურებული მგზავრების რაოდენობა 103%-ით გაიზარდა და 1,7 მლნ ადამიანს მიაღწია, რეისების რაოდენობა კი 57%-ით გაიზარდა – 5 ათასზე მეტამდე.
კომენტარის დატოვება