წინა კვირას თბილისის მერმა კახა კალაძემ გამოაცხადა საგაზაფხულო სემესტრში სწავლის დასაფინანსებლად შეღავათიანი კატეგორიის სტუდენტებისგან განაცხადების მიღება. ფინანსური დახმარების მისაღებად სტუდენტებს დედაქალაქის ხელისუფლებას 31 მაისის ჩათვლით შეუძლიათ, მიმართონ.
წინა სემესტრის საშუალო არითმეტიკული ქულების მიხედვით, სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ განათლების მთლიანი ღირებულების 50%-იანი, 70%-იანი ან 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება განათლების საერთო ღირებულებიდან, რომლის მაქსიმალური ოდენობა 1125 ლარია.
მხარდაჭერის პროგრამა გათვლილია სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე, მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტებსა და შშმ პირებზე.
კომენტარის დატოვება