USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.89 | –0.06% |
რითი იზიდავს რუსეთის ბაზარი მეწარმეებს საქართველოდან?
2021 წლის შედეგების მიხედვით, საქონელბრუნვა რუსეთსა და საქართველოს შორის გაიზარდა 23,2% და შეადგინა $1,6 მლრდ.საქართველო აწოდებს მეზობელს ღვინოს, მინერალურ წყლებს, ხილს, და აგრეთვე ფეროშენადნობებს, რკინის ქიმიურ ნაერთებს.
გასულ წელს ქართულმა ექსპორტმა მიაღწია $10 მლრდ., ხოლო იმპორტმა გადააჭარბა $4 მლრდ. რუსეთი, თავის მხრივ, ყიდის საქართველოში ნავთობის პროდუქტებს, გაზს, ნახშირს, ხორბალს, მზესუმზირის ზეთს, მარგარინს.
2022 წლის პირველ ნახევარში საქონელბრუნვა გაიზარდა კიდევ 32% და მიაღწია $962 მლნ. რუსეთის მოქალაქეების ფულადი გზავნილების მოცულობამ საქართველოში შეადგინა $678 მლნ. – უფრო მეტი, ვიდრე მთელი გასული წლის განმავლობაში. საქართველოში 2022 წელს დარეგისტრირდა 6,4 ათასი კომპანია, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის რფ მოქალაქეებს, -7 ჯერ მეტი, ვიდრე გასულ წელს.
სულ რუსეთის მოქალაქეების ფულადი გზავნილების და აგრეთვე ექსპორტისა და რეექსპორტის ხარჯზე, საქართველომ მიიღო $1,2 მლრდ. მეტი. შედეგად საქართველოს მშპ ნახევარ წელიწადში გაიზარდა 10,5%. ამის მიზეზი გახდა მათ შორის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უარი ეთქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.
როგორც განმარტა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შეზღუდვები მეტწილად დაარტყამდა თვითონ საქართველოს. „როცა საუბარია სანქციებზე, ათასობით მეღვინე, ექსპორტიორი, ფერმერი ჩართულია ამ პროცესში. რას ითხოვენ ჩემგან? ჩემი ხალხისთვის სანქციების დაწესებას?“-აღნიშნა მთავრობის მეთაურმა და ისიც დაამატა, რომ მეზობელ ქვეყანაში ცხოვრობს მილიონზე მეტი ეთნიკური ქართველი.
კომპანია GORBI მონაცემებით, მოქალაქეები მხარს უჭერენ ამ კურსს: ანტირუსული სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოვიდა რესპუბლიკის მოქალაქეების დაახლოებით 70%. „ევროკავშირში მრავალი საზღვრები და რთული ბიუროკრატიული პროცედურებია. თუ მე გავგზავნი სატვირთო ავტომობილს კრასნოდარში, დანიშნულების ადგილამდე ის მიაღწევს 24 საათში, ხოლო ევროპაში-თვეების განმავლობაში,-ხაზი გაუსვა საექსპორტო კომპანიის Georgian Chestnuts Export ხელმძღვანელმა ლევან ბენაშვილმა.-ჩვენ ვცდილობთ მოვძებნოთ სხვა მყიდველები, მაგრამ რუსეთთან კავშირები მაინც უფრო სარგებლიანია“.
კომენტარის დატოვება