USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.89 | –0.01% |
XVIII საუკუნის ბოლოს მუსლიმი დამპყრობლების ხშირი შემოსევების გამო ქართლ-კახეთის სამეფო ძლიერ გაოხრებული იყო. ქვეყანას დახმარება სჭირდებოდა არა მარტო გარე მტრებთან საბრძოლველად, არამედ შიდა წესრიგის დასამყარებლად.
1783 წელს ერეკლე II-მ ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს, რომლის მიხედვითაც მან, ტახტის შენარჩუნების პირობით, თავისი სამეფო რუსეთის იმპერიის მფარველობაში გადასცა. თავის მხრივ, რუსეთი იძლეობა ქართლ-კახეთის მთლიანობისა და შიდა ავტონომიის შენარჩუნების გარანტიას.
ერეკლე II-ის შემდეგ საქართველოს ტახტი მისმა ვაჟმა გიორგი XII-მ დაიკავა, რომელიც მამის პოლიტიკას აგრძელებდა და თანმიმდევრულად ამახვილებდა ყურადღებას სანქტ-პეტერბურგზე. გიორგი XII წერდა ელჩს რუსეთის დედაქალაქში: „მიეცით მათ მთელი ჩემი სამეფო და ჩემი საკუთრება გულწრფელ და სამართლიან მსხვერპლად და არა მხოლოდ შესთავაზეთ რუსეთის უმაღლესი საიმპერატორო ტახტის მფარველობის ქვეშ, არამედ მთლიანად მიეცით მათ ძალაუფლებასა და მზრუნველობას, რათა ამიერიდან სამეფო ჩაითვალოს რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილებად“.
1800 წლის შემოდგომაზე პავლე I-მა გიორგის თხოვნის საპასუხოდ მოითხოვა, რომ, მეფის მანიფესტის დახმარებით, რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის მოთხოვნა საჯაროდ და წერილობით ყოფილიყო გამოცხადებული. ეს გაკეთდა იმისთვის, რათა რუსეთის შემდგომი ქმედება არ დამსგავსებოდა საქართველოს თავისუფლების გათელვას ან ყოფილი ბატონის – სპარსეთის შაჰის – უფლებების წართმევის მცდელობას. 1801 წლის 30 იანვარს პავლე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ. ამ საბუთში კარტალინიასა (ქართლი) და კახეთს პირველად უწოდეს ქართული სამეფო. მისმა მაცხოვრებლებმა შეინარჩუნეს ყველა წინა უფლება, მაგრამ მათზე გავრცელდა რუსეთის იმპერიის მაცხოვრებლების პრივილეგიებიც.
მანიფესტის ხელმოწერის შემდეგ საქართველოში შემოვიდა რუსული ჯარი, რომელმაც მაშინვე ჩაახშო ფეოდალების აჯანყება და ქვეყანაში წესრიგი აღადგინა.
ანდრეი ბრეგვაძის წიგნის „ისტორიის დიდებული ფურცლის“ მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა სიხარულით მიესალმა რუსეთთან შეერთების ამბავს.
ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებიც ცდილობდნენ მუსლიმი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთზე დაყრდნობას. საქართველოს შემდეგ რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდა სამეგრელო, იმერეთი და გურია, განჯის სახანო და ჯარო-ბელოკანის ოლქი, ყარაბაღის, შეკისა და შირვანის სახანოები, შირაქის ტერიტორია, დერბენტის, ყუბისა და ბაქოს სახანოები, აფხაზეთი და თალიშების სახანოები.
რუსეთის იმპერიაში შესვლა საქართველოსთვის ცხოვრების მრავალი სფეროს განვითარების იმპულსად გახდა. 1800 წლისთვის ჩვენს ქვეყანაში იყო, დაახლოებით, 675 ათასი მაცხოვრებელი. ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობა 840 ათასამდე გაიზარდა, კიდევ ხუთ წელიწადში – 1,3 მლნ ადამიანამდე. რუსეთის იმპერიაში ყოფნისას, ერთი საუკუნის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობა სამჯერ გაიზარდა.
მანიფესტის ხელმოწერის შემდეგ დაიწყეს ახალი, გაუმჯობესებული საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობა. 1811 წელს ის გადავიდა რუსეთის მიმოსვლის გზების მართვის მეთვალყურეობის ქვეშ, რის შემდეგაც ჩატარდა კოლოსალური სამუშაოები: გააკეთეს ამონაღებები, ააშენეს ხიდები, ააგეს კაშხლები და დამბები, საყრდენი კედლები და დაფარული ტრანშეები ჩამონგრევის თავიდან ასაცილებლად და მრავალი სხვა. ამ ყველაფერმა შესაძლებელი გახადა 1814 წელს ეკიპაჟებისთვის მოძრაობის გახსნა, ხოლო 1827 წლიდან – ექსპრეს ფოსტის გაშვება.
მაგრამ მთავარი რუსეთის ქვეშევრდომობის მიღების შემდეგ საქართველოსთვის გახდა წესრიგის დამყარება რეგიონში და ქვეყნის შიგნით. რუსული ჯარები ახშობდნენ ფეოდალთა აჯანყებს და ასევე იცავდნენ ქართველებს თურქეთისა და სპარსეთის თავდასხმებისგან. მხოლოდ ამის წყალობით საქართველომ შეძლო მართლიდიდებლური სარწმუნოებისა და ეროვნული კულტურული შენარჩუნება.
ვის ხარჯზე გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა: —
ქართველების თუ სხვა ჩამოსახლებული ერების ხარჯზე?!
რუსეთმა საქართველოს მოსახლეობას ჯიში ჯილაგი სამშობლოსარწმუნოება შეუნარჩუნა ყველაფერიკეთდებოდა ჩვენთვის ჩვენი შვილებისთვის და ეს ყველაფერი ამერიკამ თავბრუსდამხვევი ნექტარით წაგვართვა ისე რომ ევროპას იაფი მუშახელი ქართველების სახით პამპერსის გამოცვლით მიამაგრა ფულის სანაცვლოდ ევროპელი ხლხის უკანალს სანამდე ბედკრულო საქართველო სადამდე. თურქეთის და ირანის უღელის მონობასგაურბოდით და ახლა ვერ ჩამოთვლით რამდენი სახელმწიფო გვჭამს და გვჯიჯგნის