საქართველოს პარლამენტმა გამოაქვეყნა საგარეო მივლინებებზე გაწეული ხარჯების ანგარიში. მონაცემების თანახმად, 2023 წელს პარლამენტის წევრებმა მივლინებებზე 1,8 მლნ ლარზე მეტი დახარჯეს, რაც წინა წლის მაჩვენებლებს 7%-ით (126 ათასი ლარით) აღემატება. სულ წინა წელს საზღვარგარეთ მივლინებით 103 დეპუტატი გაფრინდა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ სამუშაო მივლინებებზე ყველაზე მეტი – 24 მივლინებისთვის 152 994 ლარი – დახარჯა.
მეორე ადგილი დაიკავა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა – 143 476 ლარი, მესამე კი – განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ – 95 527 ლარი.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი იყო 84 123 ლარის ჯამური ღირებულების 9 მივლინებაში. ყველაზე ძვირადღირებული გახდა მისი ვიზიტი ანგოლაში მსოფლიო საპარლამენტო ასამბლეაზე – 18 973 ლარი.
კომენტარის დატოვება