ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.810.00%
EUR2.930.00%

რამდენ ადამიანს აეკრძალა კაზინოში თამაში?

23 მარტი, 2024

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში აზარტული თამაშების აკრძალულ პირთა რეესტრის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში მასში დამატებით 14 826 ადამიანი იქნა შეტანილი. მათგან 48 პირი სიაში მოსამართლის დადგენილებით მოხვდა, ხოლო დანარჩენი 14 778 პირად განცხადების საფუძველზე.

გარდა ამისა, რეესტრში შექმნისთანავე ავტომატურად შევიდა 1 503 989 ადამიანი. მათ შორის არიან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულები, სოციალურად დაცული მოქალაქეები, მოხელეები და 25 წლამდე ასაკის პირები, რომლებსაც აზარტული თამაშები ეკრძალებათ.

აღნიშნულია, რომ დამოკიდებულს შეიძლება, შეეზღუდოს წვდომა მისი პირადი განცხადების ან მისი ოჯახის წევრის სასამართლოში მიმართავის საფუძველზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.