წინა კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მთავარი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყება მიმდინარე წლის ივნისში იგეგმება. მიმდინარე პროექტის 51%-ს ფლობს სახელმწიფო და განხორციელებას 3-4 წელი დასჭირდება.
სახელმწიფო კომპანია შპს “ანაკლიის საზღვაო პორტი” წინა წლის მარტში დაარსდა. დაგეგმილია, რომ უკვე მიმდინარე წლის მაისისთვის გაირკვევა კომპანია, რომელიც გეგმურ სამუშაოებს შეასრულებს. ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ ღრმაწყლიანი პორტი პირველი ტვირთის მიღებას მხოლოდ 3-4 წლის შემდეგ შეძლებს.
კომენტარის დატოვება